წინასწარი თანხმობა უკვე არსებობს?! - ხავის ბარსელონაში ელიან
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" რონალდ კუმანი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კატალონიელები ნიდერლანდელ თავკაცს დიდი ალბათობით ხავი ერნანდესით ჩაანაცვლებენ.
Mundo Deportivo-სა და RAC1-ის თანახმად, "ბლაუგრანას" რიგებში დამრიგებლის ამპლუაში დაბრუნებაზე კატალონიელმა თავკაცმა წინასწარი თანხმობა უკვე განაცხადა.
პრესაში ვარაუდობენ, რომ "ალ-სადის" ამჟამინდელი მწვრთნელი "ლურჯ-ბროწეულისფრებში" ოფიციალურად საერთაშორისო სანაკრებო შესვენების დროს დაინიშნება.
იქამდე, "კამპ ნოუზე" მოსაგვარებელია რამდენიმე დეტალი და უპირველეს ყოვლისა ის, თუ რა ფორმით მოხდება 41-წლის დამრიგებლის საბოლოო წამოსვლა დოჰადან.
ამის გარდა, განხილვის პროცესშია ხავის კონტრაქტის დეტალები, ხელფასი, სამწვრთნელო შტაბი და მიზნები. ამ ყველაფერზე "ბარსელონაში" უკვე აქტიურად მუშაობენ.