ავტორიზაცია

როგორი სტატისტიკით დატოვა კუმანმა ბარსელონა?

როგორი სტატისტიკით დატოვა კუმანმა ბარსელონა?
თარიღი 28 ოქტ 2021, 10:33

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" რონალდ კუმანი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. საინტერესოა, როგორი სტატისტიკით დატოვა ჰოლანდიელმა კატალონია?

"ბლაუგრანამ" თავის ახლა უკვე ყოფილ თავკაცთან 2020 წლის აგვისტოს შემდეგ საერთო ჯამში ჩაატარა 67 შეხვედრა - 39 მოგება, 12 ფრე, 16 წაგება, ბურთების შეფარდება 138:75.

შეგახსენებთ, 58-წლის დამრიგებელთან ხელშეკრულების გაწყვეტით, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" მისთვის 12 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. ასეთი იყო კლუბსა და დამრიგებელს შორის დადებული შეთანხმება.

აქვე დავამატებთ, ესპანური პრესა კუმანის სავარაუდო შემცვლელად განიხილავს "კამპ ნოუს" ლეგენდას, ხავი ერნანდესს, რომელიც 2019 წლიდან დღემდე "ალ-სადში" მოღვაწეობს.