ვინ შეცვლის კუმანს? - ესპანურმა პრესამ მთავარი ფავორიტი დაასახელა

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" რონალდ კუმანი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ისმის კითხვა - ვინ შეცვლის ნიდერლანდელ თავკაცს?
El Chiringuito TV-ს თანახმად, კატალონიელები "ალ-სადის" მჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ხავი ერნანდესის დანიშნვის ვარიანტისკენ საკმაოდ აქტიურად იხრებიან.
აღსანიშნავია, რომ "ბლაუგრანაში" დამრიგებლის რანგში დაბრუნების სურვილი გამოთქვა თავად კატალონიელმა თავკაცმაც, თუმცა მას კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.
შეგახსენებთ, "ლურჯ-ბროწეულისფრების" ლეგენდარული ცენტრალური ნახევარმცველი დოჰაში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 2019 წლიდან მოღვაწეობს.
აქვე დავამატებთ, 41-წლის დამრიგებელმა მოიგო ყატარის ჩემპიონობა, ორჯერ ყატარის თასი, ყატარის სუპერთასი, ორჯერ ყატარის ემირის თასი და ყატარის ვარსკვლავთა თასიც.