რა თანხას გადაუხდის ბარსელონა კუმანს კონტრაქტის გაწყვეტით?

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" რონალდ კუმანი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ცნობილი გახდა თანხის ოდენობა, რომელსაც კატალონიელები ჰოლანდიელს გადაუხდიან.
საუბარია 12-მილიონიანი კომპენსაციის შესახებ, რომლის გადახდის აქტუალურობა გაჩნდა მას შემდეგ, რაც "ბლაუგრანამ" თავის ახლა უკვე ყოფილ თავკაცს კონტრაქტი გაუწყვიტა.
შეგახსენებთ, 58-წლის დამრიგებელი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ჩაუდგა გასული წლის აგვისტოს და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა კოპა დელ რეის მოგება მოახერხა.
რაც შეეხება კუმანის სტატისტიკურ მონაგარს "კამპ ნოუზე" მუშაობის პერიოდში - 67 შეხვედრა, 39 მოგება, 12 ფრე, 16 წაგება, ბურთების შეფარდება 138 გატანილი 75 გაშვებულთან.