ავტორიზაცია

ნახვამდის, იმედია, აღარ შევხვდებით - 5 სავარაუდო კანდიდატი ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტზე

ნახვამდის, იმედია, აღარ შევხვდებით - 5 სავარაუდო კანდიდატი ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტზე
თარიღი 28 Oct 2021, 09:29

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" რონალდ კუმანი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. განვიხილოთ ნიდერლანდელი თავკაცის სავარაუდო შემცვლელების სია.

ხავი ერნანდესი - ყველაზე რეალური და ოპტიმალური ვარიანტი. არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ კატალონიელი ლეგენდის სახლში დაბრუნება გარდაუვალია, საკითხავია მხოლოდ ის, თუ როდის. ახლა? რატომაც არა?! კატალონიელებს სჭირდებათ მხსნელი, "ალ სადის" დამრიგებელს კი თავისი სამწვრთნელო პრაქტიკის ამჟამინდელზე უფრო სერიოზულ გარემოში გამოყენება.

ერიკ ტენ ჰაგი - ტრადიციულად, ამსტერდამის "აიაქსში" მოღვაწე ფერმწერები კარიერას აგრძელებენ "ბლაუგრანაში". ნიდერლანდელი სპეციალისტის დანიშნვის შესახებ კონკრეტული ცნობები არ არის, მხოლოდ ჭორები, უბრალოდ მისი ვარიანტი სენტიმენტებითა და რომანტიზმით მოხვეული გარემოებაა.

რობერტო მარტინესი - საკმაოდ აქტიურად იწერება ესპანელი თავკაცის შესახებ, რომელიც რეალურად კიდევ ერთი "კუმანია". თავად განსაჯეთ - "ევერტონის" შემდეგ, ბელგიის ნაკრების თავკაცი წავიდა საერთაშორისო ფეხბურთში, რომელშიც ტიტულების მოგების გარეშე მოღვაწეობს. ამის გარდა, 48-წლის დამრიგებელს არ აქვს გრანდში მუშაობის გამოცდილება.

ფრანკ დე ბური - ლუი ვან გაალის მეორედ მოსვლის (2002-2003) და რონალდის მოღვაწეობის შემდეგი საფეხური. დიახ, სრული განადგურებისთვის, "კამპ ნოუზე" საჭიროა კიდევ ერთი უცნაური ნიდერლანდელი, თანაც უფრო ახალგაზრდა. "კრისტალ პალასის" ექს-თავკაცი უმარტივესად გაუშვებდა "ბარსას" სეგუნდაში.

ანტონიო კონტე - ნაკლებად სავარაუდო ვარიანტი, თუმცა ზინედინ ზიდანს თუ არ ჩავთვლით, ერთადერთი თავისუფალი ტოპ-მწვრთნელი სწორედ იტალიელია. თავად ტურინის "იუვენტუსის" ექს-ტაქტიკოსი ფიქრობს შვებულებაზე, მაგრამ იქ, სადაც მის სახელს უკავშირებენ ლონდონის "მანჩესტერ იუნაიტედს", არც კატალონიური ვარიანტი ჩანს არარეალური.