ავტორიზაცია

ახალი დეტალები — ლაპორტამ კუმანის ბარსელონადან გაშვება ფრენის დროს გადაწყვიტა

ახალი დეტალები — ლაპორტამ კუმანის ბარსელონადან გაშვება ფრენის დროს გადაწყვიტა
თარიღი 28 Oct 2021, 23:03

ცნობილი გახდა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან რონალდ კუმანის გათავისუფლების დეტალები.

მადრიდში "რაიო ვალეკანოსთან" (0:1) მარცხის შემდეგ, გუნდი და კლუბის წარმომადგენლები ბარსელონაში გასამგზავრებლად აეროპორტისკენ გაეშურნენ.

კატალონიელთა პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა თვითმფრინავში ასვლისას გაბრაზებული იყო. მან ფრენის დროს გამართა კლუბის მენეჯმენტთან კონსულტაცია, რის შემდეგაც ჰოლანდიელი სპეციალისტის გაშვება გადაწყვიტა.

დაშვებამდე კუმანს აცნობეს, რომ გათავისუფლებულია და ხუთშაბათს დილით დაგეგმილ ვარჯიშს ის აღარ ჩაატარებდა.

ცნობისთვის, 58 წლის სპეციალისტი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" სათავეში 2020 წლის ზაფხულიდან ედგა.