ავტორიზაცია

"მიზეზი ცუდი შედეგები არ არის", - ლაპორტამ კუმანის გაშვების გადაწყვეტილება განმარტა

"მიზეზი ცუდი შედეგები არ არის", - ლაპორტამ კუმანის გაშვების გადაწყვეტილება განმარტა
თარიღი 29 Oct 2021, 16:09

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ, გუნდიდან რონალდ კუმანის გაშვების გადაწყვეტილება განმარტა.

„კუმანის გაშვების გადაწყვეტილება „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის შემდეგ მივიღეთ. მისი მადლიერები ვართ იმის გამო, რომ ის გუნდს მაქსიმალურად რთულ პერიოდშიწ ვრთნიდა. კუმანი „ბარსელონას“ ლეგენდაა, რომელსაც ჩვენ არასდროს დავივიწყებთ. მწვრთნელის რანგში, მან ესპანეთის თასი მოგვაგებინა.

კუმანმა გუნდიდან შედეგების გამო არ გაგვიშვია. უბრალოდ სიტუაცია ზედმეტად არასტაბილური გახდა. თუმცა, ჩემპიონატში, თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე შანსებს კიდევ ვინარჩუნებს.

მწვრთნელის შეცვლა გამოიწვია იმან, რომ კუმანის მუშაობა წარმატებულ შედეგებს ვეღარ იწვევდა.“ - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Mundo Deportivo.

კუმანმა „ბარსელონა“ 2019/20-სეზონის დასაწყისში ჩაიბარა, როცა კლუბში დანიშვნის გამო ნიდერლანდების ნაკრები დატოვა, სადაც საკმაოდ წარმატებით მუშაობდა.