"კუმანი ბარსელონას ერთ ცენტსაც არ შეარჩენს, ის იმედგაცრუებულია", - ნიდერლანდელის მეგობარი

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" რონალდ კუმანი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჰოლანდიელის მეგობარმა, ლუის კანუტმა.
"კუმანი თვლის, რომ ბარსელონა მას უსამართლოდ მოექცა. ნიდერლანდელ დამრიგებელს ჰქონდა თავისი გეგმა, თუმცა კლუბმა მას მხარი არ დაუჭირა და შედეგად, ის გაუშვეს.
ამის გარდა, კატალონიელებმა რონალდს თხოვეს კომპენსაციის თანხის შემცირება, მაგრამ ის კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. "ბლაუგრანას" ყოფილი თავკაცი კლუბს ერთ ცენტსაც არ შეარჩენს".
შეგახსენებთ, რომ 58-წლის მწვრთნელთან მოქმედი ხელშეკრულების გაწყვეტით, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" მისთვის დაახლოებით 12 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
აქვე დავამატებთ, კუმანის ადგილს "კამპ ნოუზე" დაიკავებს ხავი ერნანდესი, რომელიც ამჟამად "ალ-სადში" მუშაობს. "ბარსელონას" კატალონიელის გამოსყიდვა მილიონი ევრო დაუჯდებათ.