ავტორიზაცია

განხეთქილება იუვენტუსში - სასუოლოსთან წაგების შემდეგ, ნედვედმა პრეზიდენტს დაუყვირა და სტადიონი დატოვა

განხეთქილება იუვენტუსში - სასუოლოსთან წაგების შემდეგ, ნედვედმა პრეზიდენტს დაუყვირა და სტადიონი დატოვა
თარიღი 29 ოქტ 2021, 17:09

„იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა, „სასუოლოსთან“ წაგება ემოციურად განიცადა.

შეხვედრა ტურინში „ალიანც სტედიუმზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მატჩის ბოლო წამებზე, ნედვედი განრისხებული იყო. ფუნქციონერმა „იუვენტუსის“ პრეზიდენტს ანდრეა ანიელის დაუყვირა და ტრიბუნა დატოვა.

რა გახდა გუნდის ორ მთავარ პირს შორის სახალხო განხეთქილების მიზეზი, იტალიურმა პრესამ ჯერჯერობით ვერ დაადგინა.

სერია ა-ს 10 ტურის შემდეგ „იუვენტუსი“ 15 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს და ლიდერ „ნაპოლის“ მთელი 13 ქულით ჩამორჩება.

იტალიის ჩემპიონატში „იუვენტუსს“ 2-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, „სასუოლოსთან“ მატჩამდე გუნდი სტუმრად „ინტერს“ დაუზავდა.