"კარგი შედეგების გარეშე ვერცერთი მწვრთნელი ვერ შეინარჩუნებს თანამდებობას", - გვარდიოლა კუმანზე
„მან სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, „ბარსელონადან“ რონალდ კუმანის გაშვებაზე ილაპარაკა.
„მე და რონალდმა ნამდვილად ვიცით, რომ შედეგებზე ვართ დამოკიდებულები. კარგი შედეგების გარეშე, თავის თანამდებობას ვერცერთი მწვრთნელი ვერ შეინარჩუნებს, ვერცერთი!
ჩვენ შედეგებით გვაფასებენ. როგორც მეგობარს, მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.
არ ვიცი, რა იქნება „ბარსელონაში“. სერხი ბარხუანი დროებითი მწვრთნელი გახდა, ამიტომ მას წარმატებებს ვუსურვებ.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს „მანჩესტერ სიტის“ პრესსამსახური.
პეპი „ბარსას“ 2008-2012 წლებში წვრთნიდა და გუნდს სამჯერ მოაგებინა ლა ლიგა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და კიდევ სხვადასხვა ტიტულები.