ავტორიზაცია

"ბოლო წამამზე თავდაუზოგავად ვიბრძოლებ", - სოლსკიაერი შესაძლო გაშვებაზე

"ბოლო წამამზე თავდაუზოგავად ვიბრძოლებ", - სოლსკიაერი შესაძლო გაშვებაზე
თარიღი 29 Oct 2021, 18:13

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, გუნდიდან შესაძლო გაშვებაზე ილაპარაკა.

„ამ გუნდში ურთულესი მომენტები მაქვს გამოვლილი როგორც ფეხბურთელს და შემდეგ როგორც მწვრთნელს და მენეჯერს. თუმცა, ყოველთვის ვუმკლავდებოდი.

იმ მომენტიდან, როგორც ამ გუნდის მწვრთნელი გავხდი, უკვე ორი თუ სამი კრიზისი გამოვიარეთ. შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო წამამზე ვიბრძოლებ და ყველაფერს გავიღებ.

რა თქმა უნდა, ურთულესი კვირა გამოვიდა. შეტევების მოგერიება მოგვიწია „ლივერპულთან“ ნაჩვენები თამაშისა და შედეგის გამო. ფეხბურთელები ასეთ რამეებს უნდა უმკლავდებოდნენ.

მოუთმენლად უნდა ველოდებოდეთ შემდეგ თამაშს და მისთვის სათანადოდ მოვემზადოთ. მთელი ეს კვირაა კარგად ვვარჯიშობთ.“ - ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს Sky Sports.