მესი VS რონალდუ აქაც გრძელდება - პორტუგალიელმა ინსტაგრამზე არგენტინელის რეკორდი მოხსნა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს პოსტი სპორტსმენებს შორის „ინსტაგრამზე“ ყველაზე მოწონებული გახდა.
საუბარია პოსტზე, რომელშიც რონალდუმ დაადასტურა, რომ ის და მისი მეგობარი გოგონა, ჯორჯინა როდრიგესი ტყუპებს ელოდებიან.
ამ სიახლის წერის მომენტისთვის, რონალდუს გუშინ დადებულმა პოსტმა 27 მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა.
საინტერესოა, რომ აქაც გრძელდება რონალდუს და მესის მეტოქეობა - პორტუგალიელმა არგენტინელის რეკორდი გააუმჯობესა.
„პსჟ-ში“ გადასვლის შემდეგ, ლეომ ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტო დადო და ეს სპორტსმენებს შორის „ინსტაგრამის“ ყველაზე მოწონებული პოსტი გახდა 22 მილიონზე მეტი ლაიქით.