ავტორიზაცია

"იმედია, სახლში დაბრუნებულმა ყველამ ასე გააკეთა", - მაგუაირმა ლივერპულთან მტკივნეული წაგება გაიხსენა

"იმედია, სახლში დაბრუნებულმა ყველამ ასე გააკეთა", - მაგუაირმა ლივერპულთან მტკივნეული წაგება გაიხსენა
თარიღი 29 Oct 2021, 18:45

„მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანმა ჰარი მაგუაირმა, „ლივერპულთან“ 0:5 წაგებაზე ისაუბრა.

„რთული იყო, შედეგმა იმედი გაგვირცუა. უკან თუ გავიხედე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს სამარცხვინოა. ეს შორს არის იმისგან, რასაც ჩვენი კლუბი უნდა აჩვენებდეს. რთული კვირა გამოვიდა. არ დავიწყებ ლაპარაკს, რომ ამ მარცხს ადვილად გავუმკლავდით.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს კარიერის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია თითოეული ჩვენგანისთვის. სახლში ბრუნდები და ვერ იძინებ, იმიტომ რომ თავი ფიქრებით გაქვს გამოტენილი: „სხვანაირად რომ მეთამაშა?“

გულწრფელი რომ ვიყო, როცა სახლში დავბრუნდი, საკუთარ თავს შევხედე და ვიფიქრე, რომ უკეთ შემიძლია თამაში და პასუხისმგებლობაც საკუთარ თავზე უფრო მეტად უნდა ავიღო.

იმედია, „ემიუს“ თითოეულმა ფეხბურთელმა შეხედა საკუთარ თავს, პასუხისმგებლობა ითავა და სხვაზე ყველაფრის გადაბრალება არ დაიწყო. საკუთარ თავს უნდა უყურო, როცა მატჩი მთავრდება ასე და ასეთი რთული პერიოდი იწყება.

„ლივერპულთან“ მატჩში ჩვენ დავაღალატეთ მწვრთნელი, გულშემატკივრები, კლუბი და საკუთარი თავი - ფეხბურთელები. ასე რომ პასუხისმგებლობა უფრო მეტად უნდა ვითავოთ. 

სოლსკიაერის წინაშე კარგი მატჩის ჩატარების ვალში ვართ? რა თქმა უნდა, ვართ.“ - ციტირებს მაგუაირის სიტყვებს Sky Sports.