ავტორიზაცია

იუვეს დირექტორი: "რონალდუს ტრანსფერმა იმიჯის კუთხით დიდი სარგებელი მოგვიტანა"

იუვეს დირექტორი: "რონალდუს ტრანსფერმა იმიჯის კუთხით დიდი სარგებელი მოგვიტანა"
თარიღი 29 ოქტ 2021, 18:56

„იუვენტუსის“ დირექტორმა მაურიციო არივაბენემ ტურინულ გუნდში კრიშტიანუ რონალდუს ეფექტი შეაფასა.

პორტუგალიელი „იუვეში“ 2018-2021 წლებში ასპარეზობდა, გასულ ზაფხულს კი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა.

„რონალდუს ტრანსფერმა იმიჯის კუთხით დიდი სარგებელი მოუტანა არამხოლოდ „იუვენტუსს“, არამედ მთლიანად იტალიურ ფეხბურთს.

მისი წასვლის შემდეგ, გუნდს შეჩვევა მოუწია იმასთან, რომ მის მიერ აღებული პასუხისმგებლობა მოედანზე სხვა ფეხბურთელებს უნდა გადაენაწილებინათ.“ - აღნიშნა არივაბენემ.