VIDEO: გოლი მოსისხლე მტერთან! კაჭარავამ ომონიას გაუტანა
კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში ჩემპიონი ომონია ანორთოსისს მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ ფამაგუსტელები 0-1 იგებენ.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ გაიტანა.
2020 წლის დეკემბერში, მძიმე ტრავმის მიღების შემდეგ ნიკა კაჭარავასთვის ეს პირველი გოლია.