ავტორიზაცია

"მამაჩემის სიკვდილით ბიზნესს აკეთებენ", - მარადონას ქალიშვილმა ბარსელონა და ბოკა ხუნიორსი გააკრიტიკა

"მამაჩემის სიკვდილით ბიზნესს აკეთებენ", - მარადონას ქალიშვილმა ბარსელონა და ბოკა ხუნიორსი გააკრიტიკა
თარიღი 29 ოქტ 2021, 21:50

ლეგენდარული დიეგო მარადონას ქალიშვილებმა განაცხადეს, რომ "ბარსელონასა" და "ბოკა ხუნიორსის" მატჩს არ დაესწრებიან, რომელიც 14 დეკემბერს საუდის არაბეთში გაიმართება.

დალმამ და ჯანინამ მარადონას გარდაცვალების წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრის ჩატარების იდეა გააკრიტიკეს. გუნდები მისი სახელობის თასისთვის იბრძოლებენ.

"მამაჩემის სიკვდილით ბიზნესს აკეთებენ", - ციტირებს დალმას სიტყვებს Cuatro.

აგრეთვე, დიეგოს უფროსმა ქალიშვილმა მატიას მორლაც გააკრიტიკა. ეს უკანასკნელი შუამავლის სახით მონაწილეობდა მატჩის ორგანიზებაში.

"ეს ადამიანი მამაჩემს გულშემატკივრის რანგში დაუახლოვდა, ახლა კი ამტკიცებს, რომ მას ეკუთვნის მისი საიმიჯო უფლებები და შვილებს არანაირი უფლებები არ აქვთ", - დასძინა დალმამ.