ავტორიზაცია

სად, როდის და რა გუნდების მონაწილეობით გაიმართება მარადონას სახელობის თასი?

სად, როდის და რა გუნდების მონაწილეობით გაიმართება მარადონას სახელობის თასი?
თარიღი 26 ოქტ 2021, 12:38

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ჩატარდება დიეგო მარადონას სახელობის თასი - ერთმატჩიანი ამხანაგური ტურნირი ორ გუნდს შორის.

ლეგენდარული არგენტინელი შემტევისთვის მიძღვნილ შეხვედრაში მონაწილეობას "ბარსელონა" და "ბოკა ხუნიორსი" მიიღებენ. თამაში გაიმართება მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრების საკულტო კაპიტანი თავისი შთამბეჭდავი კარიერის განმავლობაში თამაშობდა როგორც კატალონიაში, ისე ბუენოს-აირესშიც.

"ბლაუგრანაში" ეპოქალური ათიანი თამაშობდა 1982-1984 წლებში (58 შეხვედრა, 38 გოლი), "ლურჯ-ყვითლებში" კი 1981-1982; 1995-1997 წლებში (71 შეხვედრა, 35 ბურთი).

აქვე დავამატებთ, გასული წლის 25 ნოემბერს, "ფეხბურთის უგვირგვინო მეფემ" 60-წლის ასაკში დაგვტოვა. მარადონა ლა-პლატას ერთ-ერთ კლინიკაში გულის უკმარისობას ემსხვერპლა.