ბარსელონა აიაქსის მორიგი ტალანტით დაინტერესდა
Marca-ს თანახმად, "ბარსელონა" დაინტერესდა ამსტერდამის "აიაქსის" საყრდენი ნახევარმცველით, ედსონ ალვარესით. "ებრაელების" პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, მექსიკელის ღირებულება კი დაახლოებით 20 მილიონად არის შეფასებული.
"მეომრების" ჩამშლელის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2024 წლამდე არის გათვლილი. როგორც ცნობილია, კატალონიელები "აიაქსის" ოთხიანს სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად განიხილავენ.
24-წლის ჰავბეკი ამსტერდამში თამაშობს 2019 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 74 შეხვედრაში ექვსი გოლის გატანა მოახერხა. ალვარესის წინა კლუბი "ამერიკა" იყო.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ წლებში, "ბლაუგრანამ" გაიფორმა "ებრაელთა" ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი - ფრენკი დე იონგი და სერჟინიო დესტი. ვნახოთ, იქნება თუ არა შემდეგი მექსიკელი.
"ვინისიუსი კულეა, სიხარულისგან ტიროდა, როცა კლუბმა პსჟ-ს 6:1 მოუგო", - ბარსელონას ყოფილი სკაუტი