ავტორიზაცია

"იცოდე, როდის არის მ*ღნერთან განშორების დრო", - პიანიჩის სკანდალური პოსტი კუმანის გათავისუფლების შემდეგ

"იცოდე, როდის არის მ*ღნერთან განშორების დრო", - პიანიჩის სკანდალური პოსტი კუმანის გათავისუფლების შემდეგ
თარიღი 29 ოქტ 2021, 21:59

"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რონალდ კუმანის გათავისუფლებას გამოეხმაურა.

31 წლის ბოსნიელმა, რომელიც ამ სეზონში იჯარით "ბეშიქთაშში" (7 მატჩში 4 ასისტი) თამაშობს, სოციალურ ქსელში საკმაოდ ხმაურიანი კომენტარი გააკეთა.

"იცოდე, როდის არის მ*ღნერთან განშორების დრო", - შემდეგნაირად გამოეხმაურა პიანიჩი ჰოლანდიელი სპეციალისტის გაშვებას, მაგრამ რამდენიმე წუთში პოსტი წაშალა.

აგრეთვე, "რაიო ვალეკანოსთან" (0:1) მარცხის შემდეგ, მირალემმა კუმანის გათავისუფლების მოწოდებასთან დაკავშირებული კომენტარი მოიწონა.

გასულ სეზონში, რომელიც კუმანისთვის "ბარსას" თავკაცის რანგში სადებიუტო აღმოჩნდა, პიანიჩს ძალიან მცირე სათამაშო პრაქტიკა ეძლეოდა. ბოსნიელი არ მალავდა, რომ მწვრთნელთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.