ავტორიზაცია

რუნი: "მანჩესტერის ფეხბურთელებს ბევრ ფულს უხდიან იმ სამუშაოსთვის, რომელსაც საკმარისად კარგად არ ასრულებენ"

რუნი: "მანჩესტერის ფეხბურთელებს ბევრ ფულს უხდიან იმ სამუშაოსთვის, რომელსაც საკმარისად კარგად არ ასრულებენ"
თარიღი 29 ოქტ 2021, 22:41

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ გუნდში შექმნილი ვითარების შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან განათლებული ხალხი მართავს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს შეაფასებენ, რათა გაიგონ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მომავალში - სოლსკიაერთან ერთად თუ მის გარეშე".

"ფეხბურთელები საკუთარ თავს კითხვები უნდა დაუსვან. ადვილია ყველაფერში მწვრთნელის დადანაშაულება, როცა ამ ფეხბურთელებს დიდ ფულს უხდიან იმ სამუშაოსთვის, რომელსაც ისინი საკმარისად კარგად არ ასრულებენ".

"ამ მოთამაშეებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. მსოფლიო დონის ფეხბურთელები არიან, ეროვნული ნაკრებების წევრები და ისეთ კლუბს, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", მეტი სჭირდება. მარცხის დროს თავს ცუდად უნდა გრძნობდნენ".

"ამ კლუბში მოთხოვნები დიდია, ძლიერი ზეწოლაა. ზედმეტად ბევრ ფეხბურთელს ვხედავ, რომელსაც დაცვაში მუშაობა არ უნდა, სირბილი არ უნდა, ყველაფრის თავის რიგზე დაყენება არ უნდა. ეს მიუღებელია. მწვრთნელის ბრალია თუ მოთამაშეების? არ ვიცი", - ციტირებს ამჟამად "დერბის" მთავარი მწვრთნელის სიტყვებს Daily Mail.