მიზეზი, რის გამოც ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხავის დანიშვნა ჭიანურდება
"ბარსელონას" "ალ სადის" მთავარი მწვრთნელის, ხავი ერნანდესის გაშვებისთვის კომპენსაციის გადახდა არ უნდა, იტყობინება ესპანური გამოცემა RAC1.
"ბლაუგრანაში" ელიან, რომ ესპანელი ყატარულ კლუბთან თავად გამართავს მოლაპარაკებებს და ხელმძღვანელობას უფასოდ გაშვებაში დაარწმუნებს.
სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება, "ბარსა" ხავისთან კონტრაქტის დეტალებს არ განიხილავს.
"ლურჯ-ბროწეულისფრებს" 41 წლის სპეციალისტის დანიშვნა რაც შეიძლება სწრაფად სურთ, მაგრამ "ალ სადს" მისი შენარჩუნება 3 ნოემბრამდე უნდა, როცა გუნდს ყატარის ჩემპიონატში მთავარ კონკურენტ "ალ დუჰაილთან" დაპირისპირება უწევს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ალ სადში" ხავის გამოსასყიდი თანხა 1 მილიონ ევროს შეადგენს.