ავტორიზაცია

"იუვენტუსში მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელი თამაშობდა, უბრალოდ ერთ რაღაცას ვნანობ", - ანიელი რონალდუს შესახებ

"იუვენტუსში მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელი თამაშობდა, უბრალოდ ერთ რაღაცას ვნანობ", - ანიელი რონალდუს შესახებ
თარიღი 29 ოქტ 2021, 23:24

"იუვენტუსის" პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ გაიხსენა პერიოდი, როცა ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ ტურინული გრანდის ღირსებას იცავდა.

"იუვეში" მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელი თამაშობდა - ეს ჩვენთვის პატივი და სიამოვნებაა. თუ დავფიქრდებით იმაზე, რას მიაღწია, მაშინ მისთვის მხოლოდ ტაშის დაკვრა და მადლობის გადახდა შეგვიძლია".

"მხოლოდ იმას ვნანობ, რომ აქ გატარებული სამი წლიდან წელიწადნახევარი მაყურებლის გარეშე ითამაშა".

"მაგრამ "იუვენტუსი" ყველაზე მაღლა დგას და სხვა ნებისმიერზე მნიშვნელოვანია", - ციტირებს ფუნქციონერის სიტყვებს იტალიური მედია.

შეგახსენებთ, 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "იუვენტუსმა" "ემიუში" გასულ ზაფხულს 60 მილიონ ევროდ გაყიდა.