"მითხრეს, რომ ყველაზე ცუდი ვარ. ახლა იტყვიან, რომ საუკეთესო ვარ" - ქეცბაია თავის სტილშია
კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩში ქვეყნის ჩემპიონი ომონია ანორთოსისთან 0-1 დამარცხდა.
შეხვედრის შემდეგ გამარჯვებული გუნდის მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა.
"ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს ამ გამარჯვებას, მარტივი კვირა არ გვქონია. ომონიასთან სტუმრად ქულასაც კი ვერ დაგეგმავ.
ჩვენ გვჯერა, რომ კვიპროსში საუკეთესო გუნდი გვყავს, ძალიან კარგი ფეხბურთელებით. წავაგეთ მატჩები, რომელთა წაგებასაც არ ვიმსახურებდით.
რამდენიმე დღის წინ მეუბნებოდნენ, რომ ყველაზე ცუდი მწვრთნელი ვარ. ახლა ალბათ იტყვიან, რომ საუკეთესო ვარ. ეგეთი ხალხისგან არანაირი შეფასება არ მჭირდება," - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
ანორთოსისმა მიმდინარე სეზონი მძიმედ დაიწყო, თუმცა აღნიშნული მოგების შემდეგ გუნდს 9 ქულა გაუხდა და ცხრილში მე-6 პოზიციაზეა.