რა უთხრა ფერგიუსონმა სოლსკიაერს ლივერპულთან 0:5-ის შემდეგ?
"ლივერპულთან" ანგარიშით 0:5 განადგურების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ოლე-გუნარ სოლსკიაერი მეორე დღეს სერ ალექს ფერგიუსონს ესაუბრა.
აღნიშნული ინფორმაცია თავად ნორვეგიელმა თავკაცმა დაადასტურა - "დიახ, ფერგიუსონს ვესაუბრე. ის თვლის, რომ ერთობლივი ძალებით გამოსავალის პოვნას შევძლებთ.
დიდხანს არ გვისაუბრია, სულ რაღაც რამდენიმე ფრაზით შემოვიფარგლეთ. მანჩესტერში იყო კომერციული დღე და სერ ალექსს თავის საქმეები ჰქონდა", - განაცხადა "ეშმაკუნების" დამრიგებელმა.
როგორც ინგლისურ პრესაში იწერება, ლეგენდარული შოტლანდიელი სპეციალისტი თავისი 48-წლის მემკვიდრის გათავისუფლებას არ ემხრობა. "მანკუნიანელები" სოლსკიაერს ბოლო შანსს მისცემენ.