ფილიპსმა ლივერპულსა და მანჩესტერს შორის არჩევანი უკვე გააკეთა
ინგლისური პრესის ინფორმაციით, "ლიდს იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, კელვინ ფილიპსმა "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის არჩევანი უკვე გააკეთა.
ინგლისელი ჰავბეკი ემხრობა მერსისაიდულ ვარიანტს და არა "წითელ ეშმაკებში" გადასვლას. ამას "თეთრების" მიერ აღზრდილი შუახაზელი რამდენიმე მიზეზის გამო აკეთებს.
უპირველეს ყოვლისა გუნდებს შორის არსებული მტრობის გამო - 25-წლის ნახევარმცველისთვის "მანკუნიანელებში" გადასვლაზე კატეგორიული უარის თქმა პრინციპის საქმეა.
ამის გარდა, იორკშირელთა 23-ე ნომერს "წითლები" პერსპექტივის თვალსაზრისითაც უფრო ხიბლავს. შეგახსენებთ, რომ ფილიპსის ფასი დაახლოებით 40 მილიონია.