ავტორიზაცია

რუდიგერი: "ვინ ვარ მე, რათა ვთქვა, რომ მეც ისე უნდა განმსაჯონ, როგორც მესი და რონალდუ?"

რუდიგერი: "ვინ ვარ მე, რათა ვთქვა, რომ მეც ისე უნდა განმსაჯონ, როგორც მესი და რონალდუ?"
თარიღი 30 ოქტ 2021, 15:42

"ჩელსის" მცველ ანტონიო რუდიგერის განცხადებით, არ აღელვებს ის ფაქტი, რომ ფეხბურთში უკანახაზელებს შემტევებზე ნაკლებად აფასებენ.

"ადამიანებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვინ იტანს გოლებს. თუ მცველი დარტყმებს ბლოკავს, ბურთი კარიდან გამოაქვს, მაშინ ალბათ ამას დაიმახსოვრებენ და მეტს არაფერს".

"მოდით, ასე ვიტყვი: არიან მესი, რონალდუ, სალაჰი, ბენზემა, ლევანდოვსკი და ა.შ. ვინ ვარ მე, რათა ვთქვა, რომ მეც მათსავით უნდა განმსაჯონ?".

"ჩემი საქმე ვიცი. რეალისტი ვარ. თუ ნოლზე ვითამაშებთ, ეს კარგია ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის და დაცვის სხვა ფეხბურთელებისთვის", - ციტირებს რუდიგერის სიტყვებს The Guardian.