ავტორიზაცია

რუდიგერი და კრისტენსენი შეიძლება წავიდნენ — ჩელსის სამიზნეთა სიაში 3 ცენტრალური მცველია

რუდიგერი და კრისტენსენი შეიძლება წავიდნენ — ჩელსის სამიზნეთა სიაში 3 ცენტრალური მცველია
თარიღი 28 ოქტ 2021, 19:04

"ჩელსი" ანტონიო რუდიგერისა და ანდრეას კრისტენსენის წასვლის შემთხვევისთვის რამდენიმე ცენტრალური მცველით არის დაინტერესებული.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Eurosport იტყობინება, "არისტოკრატები" ჟიულ კუნდეს ("სევილია") კვლავ აკვირდებიან, რომლის შეძენაც გასულ ზაფხულს უკვე სცადა.

აგრეთვე, ლონდონელები "იუვენტუსის" უკანახაზელ მატეის დე ლიგტის დამატებითაც არიან დაინტერესებულები, მაგრამ ესმით, რომ მასში დიდი თანხის გადახდა მოუწევთ.

გარდა ამისა, "ჩელსის" ხელმძღვანელობა "ვილიარეალის" წარმომადგენლის, პაუ ტორესის კანდიდატურასაც განიხილავს. 

მიმდინარე სეზონში რუდიგერმა ყველა ტურნირზე ერთად "არისტოკრატთა" რიგებში 12 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც მიითვალა, ხოლო კრისტენსენმა 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთი გატანილი ბურთით გამოიჩინა.