ავტორიზაცია

ანელკა: "მესი პსჟ-ში გამორჩეულ თამაშს ვერ აჩვენებს და ამ ფეხბურთელს 6 ოქროს ბურთი აქვს მოგებული"

ანელკა: "მესი პსჟ-ში გამორჩეულ თამაშს ვერ აჩვენებს და ამ ფეხბურთელს 6 ოქროს ბურთი აქვს მოგებული"
თარიღი 30 Oct 2021, 15:56

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ნიკოლა ანელკამ "პსჟ"-ს რიგებში ლიონელ მესის ადაპტაციის შესახებ ისაუბრა.

"ნეიმარისგან ბევრს ვითხოვთ, მაგრამ ასე მოქცევა მესისთანაც შეიძლება. მის თამაშს გამორჩეულს ვერ ვუწოდებთ. ამ ფეხბურთელს 6 "ოქროს ბურთი" აქვს, თუმცა გამორჩეულ თამაშს ვერ აჩვენებს".

"ნეიმარს რთული პერიოდი უდგას. როცა მწვრთნელი ფიქრობს, რომ მან თავის დონეზე დასაბრუნებლად უნდა ითამაშოს, მოედანზე გასვლას აიძულებს. შემადგენლობიდან მოხსნით ან შეცვლით, პოჩეტინომ შეიძლება ნეიმარი გატეხოს და ვერაფერი გამოასწოროს".

"გარდა ამისა, ნეიმარს დიდი ხელფასი აქვს. ფრანგული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია. ნეიმარი ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა და ახლა იმისათვის იბრძვის, რათა ეს დაამტკიცოს. მოედანზე შეუძლება ვერაფერი გააკეთოს, მაგრამ სამაგიეროდ შემდეგ ყველაფერს გააკეთებს".

"არასოდეს იცი, რას მოიმოქმედებს მინდორზე. პოჩეტინო მას ენდობა. ნეიმარის გარეშეც ყველაფერი რიგზეა, გუნდი გამარჯვებას აგრძელებს", - ციტირებს ანელკას სიტყვებს RMC.