"მბაპე ევროპის რანგით მე-6 ლიგაში თამაშით ოქროს ბურთს ვერასდროს მოიგებს", - ანელკა
"პსჟ"-ს ყოფილმა თავდამსხმელმა, ნიკოლა ანელკამ პარიზელთა ფორვარდის, კილიან მბაპეს მომავალზე ისაუბრა.
"სისწრაფის თვალსაზრისით, ფენომენალურია, მასზე უკეთესი არავინ არ არის. თუ "პსჟ"-ს სურს საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდეს, კილიანი ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნოს.
თუმცა, ვფიქრობ, მბაპემ ყველაფერი გადაწყვიტა: ცვლილებები სჭირდება და ეს გასაგებია. "ოქროს ბურთზე" ოცნებობს და როგორ მოიპოვოს უეფას კოეფიციენტების მიხედვით ევროპის მეექვსე ლიგაში ასპარეზობით?
"კილიანს ბოლო სამი წლის მანძილზე ინგლისში ან ესპანეთში რომ ეთამაშა, ეს ჯილდო უკვე ექნებოდა", - ციტირებს ანელკას სიტყვებს Le Parisien.
შეგახსენებთ, რომ მბაპეს სახელს აქტიურად მადრიდის "რეალს" უკავშირებენ. "სამეფო კლუბში" გადასვლის სურვილი ღიად ფრანგმა თავდამსხმელმაც დააფიქსირა.