არტეტა ბარსელონაში შექმნილი ვითარების შესახებ: "მესის წასვლის გადასატანად დროა საჭირო"
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ "ბარსელონაში" არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, კატალონიურმა გრანდმა აქამდე თავკაცის პოსტიდან რონალდ კუმანი დაითხოვა.
"ბოლო წლებში ამ კლუბში ბევრი რამ მოხდა. კორონავირუსმა თავისი გავლენა მოახდინა", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.
"საჭირო იყო ისეთი ვითარების დაძლევა, როგორიც ლიონელ მესის წასვლაა. ეს უკანასკნელი წლების მანძილზე გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ. ამ ყველაფერს დრო სჭირდება".
"უბრალოდ იმედი მაქვს, რომ იქ ყველაფერი კარგად იქნება", - დასძინა არტეტამ.