ავტორიზაცია

რამდენად სერიოზულია მესის ტრავმა და როდის ელიან პსჟ-ში მის დაბრუნებას?

რამდენად სერიოზულია მესის ტრავმა და როდის ელიან პსჟ-ში მის დაბრუნებას?
თარიღი 31 Oct 2021, 11:26

ცნობილი გახდა ტრავმის სიმძიმე, რომელიც "პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ლიგა 1-ის ეგიდით "ლილთან" (2:1) გამართულ მატჩში მიიღო.

აღნიშნულ დაპირისპირებაში 34 წლის არგენტინელმა კუნთში დისკომფორტი იგრძნო, სამწვრთნელო შტაბმა აღარ გარისკა და შესვენებაზე ლეო შეცვალეს.

"პსჟ"-ს სამედიცინო შტაბს იმედი აქვს, რომ პრობლემა რამდენიმე დღის განმავლობაში მოგვარდება, იტყობინება ფრანგული გამოცემა RMC Sport.

პარიზელები 3 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე "ლაიფციგს" დაუპირისპირდებიან. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა მესი ამ მატჩში მონაწილეობის მიღებას.

შეგახსენებთ, ლეომ საფრანგეთის ჩემპიონატში "პსჟ"-ს მაისურით უკვე 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ჯერ არც გოლი გაუტანია და არც ასისტი გაუკეთებია.