"თამაშის გაგრძელება აღარ შეეძლო", - პოჩეტინომ გუშინდელი მატჩის შესვენებაზე მესის შეცვლის მიზეზი განმარტა
"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ლიგა 1-ის ეგიდით "ლილთან" (2:1) გამართულ მატჩში თავდამსხმელ ლიონელ მესის შეცვლის მიზეზი განმარტა.
არგენტინელმა სპეციალისტმა თანამემამულე შესვენებაზე შეცვალა. მეორე ტაიმის სტარტზე მის ნაცვლად მოედანზე მაურო იკარდი გამოჩნდა.
როგორც აღინიშნება, შეხვედრის მიმდინარეობისას პარიზელთა 34 წლის სუპერვარსკვლავი დისკომფორტს გრძნობდა.
"ახლა უნდა მოვიცადოთ. შესვენებაზე ექიმებს ვესაუბრეთ. მოედანი სიფრთხილის მიზნით დატოვა. თამაშის გაგრძელება აღარ შეეძლო".
"იმედი გვაქვს, დაზიანება სერიოზული არ არის და მომდევნო მატჩისთვის ხელმისაწვდომი იქნება", - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს ფრანგული პრესა.