ავტორიზაცია

ნედვედი: "ალეგრის დრო სჭირდება, უნდა გაიგოს, თუ რა თვისებები აქვთ ახალ ფეხბურთელებს"

ნედვედი: "ალეგრის დრო სჭირდება, უნდა გაიგოს, თუ რა თვისებები აქვთ ახალ ფეხბურთელებს"
თარიღი 31 ოქტ 2021, 11:37

"იუვენტუსის" ვიცე-პრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა მიმდინარე სეზონის სტარტზე ტურინული გუნდის შედეგების შესახებ ისაუბრა.

"ნამდვილად ვფიქრობდით, რომ სეზონის ამ ეტაპზე მეტი ქულა გვექნებოდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როგორც ვითამაშეთ", - აცხადებს ჩეხი ფუნქციონერი DAZN-სთან ინტერვიუში.

"სასუოლოსთან" მარცხი იყო დარტყმა, რომელსაც არ ველოდით. მატჩის შემდეგ ფეხბურთელები შოკში იყვნენ, მათი სახეები დავინახე".

"ალეგრის დრო სჭირდება. მართალია, უპირატესობა აქვს იმაში, რომ "იუვენტუსს" იცნობს და იცის, რას უნდა ელოდოს აქ, მაგრამ ამასთანავე ის მოთამაშეები უნდა გაიცნოს, რომლებიც მისი მწვრთნელობის დროს აქ არ ყოფილან. უნდა გაიგოს, თუ რა თვისებები აქვთ მათ", - დასძინა ნედვედმა.