"რონალდუ საუკეთესოა, რა გოლი შეაგდო", - სოლსკიაერი ტოტენჰემის განადგურების შემდეგ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა პრემიერ ლიგის მე-10 ტურში "ტოტენჰემთან" (5:0) მოგებული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.
"რა თქმა უნდა, როცა მოედნიდან ისე გადიხარ, რომ 3:0-ს იგებ, თანაც კარს მშრალად ინახავ - დე ხეას კი სეივების გახორციელება არ უწევს - ეს სასიამოვნოა. ფეხბურთში იღბალი ზოგჯერ ჩვენკენაა, ზოგჯერ კი ჩვენს წინააღმდეგ".
"ვარანი ტოპ-ფეხბურთელია. თამაშს კარგად კითხულობს, სწრაფია და ძალიან გამოცდილი. მისი დაბრუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესანიშნავი გოლები გავიტანეთ. პირველია მთავარი. ბრუნოს შესანიშნავი გადაცემა, კრიშტიანუ საუკეთესოა. თუ ვერ იტანს, მაინც შემდეგ მომენტზეა კონცენტრირებული. რა გოლი შეაგდო".
"დღევანდელი თამაში თავდაუზოგავ მუშაობაზე, დისციპლინასა და ბურთის ჩვენი კარისგან მოშორებით შენარჩუნებაზეა აგებული. სივრცეები იხსნება, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირველს გაგაქვს გოლი. ყოველთვის პირველი ბურთი წყვეტს, როგორ წარიმართება თამაში", - ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს BBC.