ავტორიზაცია

"მათთან სხვადასხვა თემაზე ვისაუბრებდი", - ორი სპეციალისტი, რომელსაც კლოპი უკაცრიელ კუნძულზე თან წაიყოლებდა

"მათთან სხვადასხვა თემაზე ვისაუბრებდი", - ორი სპეციალისტი, რომელსაც კლოპი უკაცრიელ კუნძულზე თან წაიყოლებდა
თარიღი 31 ოქტ 2021, 13:27

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვის წაიყვანდა უკაცრიელ კუნზულზე.

"უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩენა საშინელი სცენარია. პეპ გვარდიოლას და დანიელ ფარკეს თან წავიყვანდი", - აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

"დანი მომწონს, პეპი კი შთამაგონებს. მათთან სხვადასხვა თემაზე ვისაუბრებდი და არა მხოლოდ ფეხბურთზე", - ციტირებს კლოპის სიტყვებს Liverpool Echo.

შეგახსენებთ, ამჟამად ფარკე "ნორვიჩს" უდგას სათავეში, ხოლო გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" წვრთნის.

აღსანიშნავია, აქამდე კლოპმა თქვა, რომ თავისი სამწვრთნელო შტაბის გარეშე არაფერს წარმოადგენს და 50 წლის ესპანელ სპეციალისტს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი უწოდა.