ავტორიზაცია

ვან დე ბეკს მანჩესტერ იუნაიტედის დატოვება უნდა და აგენტი შეიცვალა, ორი მსურველი უკვე გამოჩნდა

ვან დე ბეკს მანჩესტერ იუნაიტედის დატოვება უნდა და აგენტი შეიცვალა, ორი მსურველი უკვე გამოჩნდა
თარიღი 31 Oct 2021, 15:19

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, დონი ვან დე ბეკმა ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

24 წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა სწორედ ამ მიზნით შეიცვალა აგენტი. ამის გაკეთება მას თანაგუნდელებმა ურჩიეს, იტყობინება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

როგორც აღინიშნება, ვან დე ბეკით "ევერტონი" და "ვულვერჰემპტონი" ინტერესდებიან, ამ კლუბებს მისი იჯარით დამატება სურთ. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა გეგმები აქვს ახალ აგენტს.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელმა შუახაზელმა "ეშმაკუნების" მაისურით 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.

შეგახსენებთ, ვან დე ბეკი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2020 წლის სექტემბერში "აიაქსიდან" 39 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.