ავტორიზაცია

უმკაცრესი ზომები - ალეგრიმ იუვენტუსის ფეხბურთელები ერთი კვირით ბაზაზე ამოკეტა

უმკაცრესი ზომები - ალეგრიმ იუვენტუსის ფეხბურთელები ერთი კვირით ბაზაზე ამოკეტა
თარიღი 31 Oct 2021, 18:36

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, გუნდის ცუდი შედეგების გამო ფეხბურთელების ბაზაზე ამოკეტვა გადაწყვიტა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, „იუვენტუსის“ ფეხბურთელები საკლუბო ბაზაზე შინ გამგზავრების გარეშე 1-დან 6 ნოემბრამდე იქნებიან.

სავარჯიშო გეგმის შეცვლის მიზეზი გუნდის ბოლო მატჩებში ნაჩვენები თამაში და შედეგები გახდა. 

ზუსტად ამ პერიოდში, „ბებერ სინიორას“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში „ზენიტთან“ მოუწევს თამაში, რომელსაც ორი კვირის წინ გუნდმა რუსეთში 1:0 მოუგო.

სერია ა-ში „იუვენტუსის“ მდგომარეობა სავალალოა - გუნდმა 11 მატჩში 33 შესაძლოდან მხოლოდ 15 ქულა აიღო და მე-9 ადგილზე იმყოფება.