ავტორიზაცია

VIDEO: დინამო თბილისი საჩემპიონო რბოლაშია ისე, როგორც არასდროს! - დედაქალაქელებმა თელავი გაანადგურეს

თარიღი 31 ოქტ 2021, 22:08

საქართველოს ეროვნული ლიგის 32-ე ტურის ფარგლებში თბილისის "დინამომ" საკუთარ კედლებში მიიღო "თელავი", რომელიც ანგარიშით 4:0 გაანადგურა. ამ მოგების შემდეგ,  დედაქალაქელებმა ბათუმის "დინამოსთან" ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირეს.

აჭარული გუნდი თავის შეხვედრას ჩაატარებს ხვალ, იქამდე ამ ორ გუნდს შორის ქულების თანაფარდობა 64:63-ზეა. ერთი სიტყვით, საჩემპიონო ბრძოლა ცოცხალია ისე, როგორც არასდროს.