ავტორიზაცია

VIDEO: საჩემპიონო ინტრიგა ჯერჯერობით ცოცხალია - დინამოებმა ერთმანეთში ფრე ითამაშეს

თარიღი 20 ოქტ 2021, 20:45

საქართველოს ეროვნული ლიგის ცენტრალურ შეხვედრაში სატურნირო ცხრილის ლიდერმა, ბათუმის "დინამომ" მიიღო მოქმედი ჩემპიონი და მეორეადგილოსანი, თბილისის "დინამო", რომელთანაც ითამაშა ფრე, 1:1.

ანგარიში გახსნეს სტუმრებმა, ბარნს ოსეის გოლით, წონასწორობა კი ჯაბა ჯიღაურმა აღადგინა. "დინამოებს" შორის დარჩა შვიდქულიანი სხვაობა - აჭარლები - 64 ქულა, დედაქალაქელები კი 57.