ავტორიზაცია

VIDEO: ქართული ელ კლასიკო ნიდერლანდური სცენარით - დინამომ ტორპედო მინიმალური ანგარიშით დაამარცხა

თარიღი 16 ოქტ 2021, 22:40

საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტურში თბილისის "დინამომ" მიიღო ქუთაისის "ტორპედო", რომელიც მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. დედაქალაქელების მხრიდან ერთადერთი გოლი ფაბიან სპორკსლედემ გაიტანა.

როგორც მოგეხსენებათ, თავისი შეხვედრა მოიგო ბათუმის "დინამომაც", რითაც 1-2 ადგილოსნებს შორის სხვაობა დარჩა უცვლელი - ზღვისპირელები - 63 ქულა, "ლურჯ-თეთრები" 56 ქულა.