VIDEO: დინამოს წყალწაღებული ორი ქულა წვიმიან წყალტუბოში - თბილისელებმა კვლავ ვერ მოიგეს
საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურში თბილისის "დინამო" ესტუმრა წყალტუბოს "სამგურალს", რომელთანაც ორი ქულა დაკარგა (2:2). სერგო კუხიანიძის 11-მეტრიანს დედაქალაქელებმა დავით სხირტლაძისა და ბარნს ოსეის გოლებით უპასუხეს. ნიკა კალანდარიშვილმა კი იმერლებს ქულა გადაურჩინა.
დღევანდელ ტურამდე, "ლურჯ-თეთრების" ჩამორჩენა ბათუმის "დინამოსთან" შეადგენდა ხუთ ქულას და იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონატის ლიდერი დღეს დაამარცხებს ქუთაისის "ტორპედოს", სხვაობა 7 ქულამდე გაიზრდება.
VIDEO: უხვგოლიანი თბილისური დერბი და საბრძოლო ფრე - 2:2 ლოკომოტივსა და დინამოს შორის