ავტორიზაცია

VIDEO: ულამაზესი ჯარიმა, გოლი ვარდნაში და კომბინაცია კუთხურიდან - დინამო ბათუმის აჭარული სპექტაკლი!

თარიღი 03 ოქტ 2021, 22:35

საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში ბათუმის "დინამომ" მიიღო ქუთაისის "ტორპედო", რომელიც დაამარცხა დამაჯერებლად, ანგარიშით 3:1.

აჭარული გუნდის მხრიდან ვარდნაში გოლი შემოგვთავაზა გიორგი ფანცულაიამ, ულამაზესი ჯარიმა გიული მანჯგალაძემ, ეფექტური კომბინაციის დაგვირგვინება კი გიორგი ზარიამ.

28 ტურის შემდეგ, ზღვისპირელებს დაუგროვდათ 60 ქულა, უახლოეს მდევართან, თბილისის "დინამოსთან" სხვაობა კი შვიდ ქულამდე გაიზარდა. გიგა გეგუჩაძის გუნდის საჩემპიონო სვლა გრძელდება.