ავტორიზაცია

VIDEO: მორიგი უხვგოლიანი მატჩი - დინამო ბათუმმა გორიდან ერთი ქულა და 3 კგ ვაშლი წამოიღო

თარიღი 29 სექ 2021, 22:40

საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტურის ფარგლებში ჩემპიონატის ლიდერი, ბათუმის "დინამო" ესტუმრა გორის "დილას", რომელთანაც ითამაშა ფრე, ანგარიშით 2:2.

აჭარლების მხრიდან გოლები გაიტანეს ჯაბა ჯიღაურმა და ვლადიმერ მამუჩაშვილმა, შიდა ქართლელებიდან კი ოსმან კამარამ და ნიკა გაგნიძემ. ზღვისპირელებსა და თბილისის "დინამოს" შორის 5-ქულიანი ინტერვალი შენარჩუნდა - 57:52.