მაგარი ამბავი: დინამო ბათუმი - დინამო თბილისის მატჩს ქომაგები დაესწრება

ეროვნული ლიგის 30-ე ტურში, ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან.
ამის შესახებ საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდა ცნობილი, თუმცა მატჩზე დასწრებად ქომაგმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ამ საბუთებიდან ერთ-ერთი: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.
ცნობილია ისიც, რომ მატჩის პრინციპულობიდან გამომდინარე, შეხვედრაში იმსაჯებს თურქ მსაჯთა ბრიგადა.
დინამო ბათუმისა და დინამო თბილისის შეხვედრა 20 ოქტომბერს, ბათუმი არენაზე 18:30 საათზე დაიწყება.
30 ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის ცხრილში ბათუმის დინამო 63 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, 56 ქულით მეორე ადგილზეა თბილისის დინამო.