დინამო ბათუმი - დინამო თბილისის მატჩს თურქი მსაჯები განსჯიან

ეროვნული ლიგის 30-ე ტურში, ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს მატჩს თურქ მსაჯთა ბრიგადა უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გვერდი წერს და იუწყებიან, რომმ მთავარი მსაჯი ჰუსეინ გიოჩექი იქნება, რომელსაც თანამემამულეები: გ.ილბილი და მ.თურგალი დაეხმარებიან.
მეოთხე მსაჯი ქართველი, ალეკო აფციაური იქნება.
დინამო ბათუმისა და დინამო თბილისის შეხვედრა 20 ოქტომბერს, ბათუმი არენაზე 18:30 საათზე დაიწყება.