ოფიციალურად: საქართველოს ნაკრები ნოემბერში ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის ნოემბერში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 2021 წლის ბოლო მატჩში, საკუთარ მოედანზე უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეხვედრა 15 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება. უზბეკეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს შვედეთის წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირებას 11 ნოემბერს, 21:00 საათზე ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს. აქვე დავამატებთ, მუნდიალის შესარჩევ ჯგუფში "ჯვაროსნები" 4 ქულით მე-4 ადგილზე არიან.
ჩვენმა ნაკრებმა მოახერხა კოსოვოს დამარცხება და ამის გარდა, ფრე დაფიქსირდა საბერძნეთთან სტუმრად. სამწუხაროდ, ჯგუფიდან გასვლის შანსი სანიოლის გუნდს დაკარგული აქვს.