ავტორიზაცია

"კვარაცხელია აღარ არის ისეთი აქტიური, თუმცა ის სხვა კუთხით პროგრესირებს", - რუბინის ყოფილი მწვრთნელი

"კვარაცხელია აღარ არის ისეთი აქტიური, თუმცა ის სხვა კუთხით პროგრესირებს", - რუბინის ყოფილი მწვრთნელი
თარიღი 19 ოქტ 2021, 12:36

ყაზანის "რუბინის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რინატ ბილიალეტდინოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა. რუსი დამრიგებელი ქართველის თამაშში პოზიტიურ ნიშნებს ხედავს:

"მოწინააღმდეგეებმა კვარაცხელია გაშიფრეს, ყველამ იცის, თუ რას მოიმოქმედებს ის, თუმცა ამის მიუხედავად, ქართველი შემტევი საჯარიმოში ყოველთვის სახიფათოა.

მას მაინც ნებისმიერ დროს შეუძლია გოლის გატანა, საგოლე გადაცემის განხორციელება ან პენალტის გამომუშავება. ხვიჩას ჩამოწერა მეტოქისთვის დიდი შეცდომა იქნება.

დიახ, ის კადრში აღარ ჩანს ხშირად, თუმცა პროგრესი ნამდვილად არის. რუბინის ვინგერი უფრო და უფრო ხშირად ჩადის დაცვაში თანაგუნდელების დასახმარებლად.

მჯერა, რომ ის კიდევ უფრო დაიხვეწება და მომავალში 20-წლის გარემარბის საუკეთესო ვერსიასაც აუცილებლად ვიხილავთ", - განაცხადა რუსული გუნდის ყოფილმა თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებული 11 ტურის შემდეგ, "წითელ-მწვანეების" 21-ე ნომრის ანგარიშზე არის ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა.