ავტორიზაცია

სლუცკი: "სატრანსფერო აჟიოტაჟმა კვარაცხელიას ფსიქიკაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა"

სლუცკი: "სატრანსფერო აჟიოტაჟმა კვარაცხელიას ფსიქიკაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა"
თარიღი 19 Oct 2021, 11:16

ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტთან" ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"იმ სატრანსფერო აურზაურმა, რომელიც გასულ ზაფხულს შეიქმნა, კვარაცხელიას ფსიქიკაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. რუბინს არაერთხელ უთქვამს, რომ მის თაობაზე შემოთავაზება არ ყოფილა.

არც ფასის გადამეტების ფაქტი შეესაბამება სიმართლეს. ფაქტია, რომ პრესაში დაწერილი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა იმას, რაც ხდებოდა ქართველი შემტევის რეალურ ცხოვრებაში.

როდესაც ის ფორმაშია, მას შეუძლია ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება, დღევანდელი ხვიჩა კი ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლბიდანაც კი შორს არის.

ის არის ჩვენი ბრილიანტი, რომელსაც მტვერი მოედო. მის ჭუჭყში ამოსვრას არ დავუშვებთ", - განაცხადა რუსმა სპეციალისტმა. შეგახსენებთ, რომ "წითელ-მწვანეების" ვინგერმა ამ სეზონში ერთი გოლის და ერთი ასისტის გაფორმება მაოსწრო.

აქვე დავამატებთ, რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებული 11 ტურის შემდეგ, სლუცკის გუნდი 15 ქულით მეცხრე ადგილზეა. "რუბინი" ლიდერ სანქტ-პეტერბურგის "ზენიტს" უკვე 8 ქულით ჩამორჩება.