ავტორიზაცია

"კვარაცხელიამ ეს მატჩი უნდა დაივიწყოს", - რუსული პრესა ქართველ შემტევს კვლავ აკრიტიკებს

"კვარაცხელიამ ეს მატჩი უნდა დაივიწყოს", - რუსული პრესა ქართველ შემტევს კვლავ აკრიტიკებს
თარიღი 01 ნოე 2021, 11:54

ცნობილმა ვებ-გვერდმა, Football24-მა გააკრიტიკა ყაზანის "რუბინის" შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია. ქართველი ვინგერი რუსულმა გამოცემამ პრემიერ ლიგის გასული ტურის 5 ყველაზე ცუდ მოთამაშეს შორის დაასახელა.

"მართალია, რუბინმა ცსკა დაამარცხა, თუმცა კვარაცხელიასთვის უკეთესი იქნება ამ შეხვედრის დავიწყება. ის კვლავინდებურად დარჩა შედეგიანი ქმედებების გარეშე.

ხვიჩა მატჩის განმავლობაში ბურთს შეეხო 41-ჯერ, რაც მის საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით ნაკლებია. ამის გარდა, მას მოწინააღმდეგის კარისკენ ერთხელაც არ დაურტყამს.

სხვა - დრიბლინგის ოთხი მცდელობა, სამი - წარუმატებელი. ქართველი შემტევი თავისი ოპტიმალური ფორმისგან ჯერ კიდევ შორს არის", - წერს Football24-ი რუსული გუნდის გარემარბის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დაწყებიდან დღემდე, 20-წლის ფლანგელის ანგარიშზე ფიქსირდება ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა. "წითელ-მწვანეები" შემდეგ მატჩს გამართავენ 7 ნოემბერს, მეტოქე "როსტოვი" იქნება.