კვარაცხელია გამორჩეული მწვრთნელის გარეშე? - სლუცკის რუბინიდან გაშვება ემუქრება
უკანასკნელ პერიოდში წარუმატებლობის გამო ყაზანის რუბინმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შესაძლოა ლეონიდ სლუცკი დაითხოვოს.
ამის შესახებ რუსული გამოცემები იუწყებიან და წერენ, რომ შესაძლოა მოსკოვის ცსკა-სთან მარცხის შემთხვევაში ყაზანელებმა სლუცკი გაუშვან.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიასთვის ლეონიდ სლუცკი ნამდვილად გამორჩეული მწვრთნელია, რამეთუ სწორედ მის ხელში ათამაშდა 20 წლის ნახევარმცველი საუცხოოდ.
ყაზანის რუბინმა ბოლოს ოფიციალური მატჩი 13 სექტემბერს ურალის(4-0) წინააღმდეგ მოიგო.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონის პერფორმანსს, ქართველის აქტივში 12 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასია.